ელისო ბოლქვაძე: „მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმედს გამოთქვამს, რომ მუსიკოსი ბათუმს კვლავ ეწვევა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.
“მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა.
ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება რამდენიმეჯერ მომეწვია ბატონი ვიტალი ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე 2020 და 2024 წლებში!
იმედი მაქვს კვლავაც ჩამობრძანდება და ბათუმელ მსმენელს გააბედნიერებს მისი შემოქმედებით,” – წერს ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.
Screenshot
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.