პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეროვნული კრება იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც შედგა - პაატა ბურჭულაძის სიტყვა სასამართლოზე

ქართული ოცნება

სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა პროცესზე პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ეროვნული კრება შემდგარი პოლიტიკური აქტი იყო და პროკურორს მოუწოდა, მოინანიოს თავისი ნამოქმედარი.

ეროვნული კრება იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც შედგა - პაატა ბურჭულაძის სიტყვა სასამართლოზე
TV პირველი

სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების განიხილება. განსასჯელის სკამზე პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი მანჯგალაძე სხედან. ისინი ვინც საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობენ.

სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა პაატა ბურჭულაძემ. სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულმა თქვა, რომ ეროვნული კრება საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდა და სხვადასხვა მიზეზების გამო, ამის აღიარება არ სურთ.

საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩატარდა ეროვნული კრება, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ სურთ ამის აღიარება, არა მარტო “ოცნებაში“, არამედ ოპოზიციაშიც ზოგიერთ პიროვნებას, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ეს ყველაფერი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ ნახა. ეს იყო პოლიტიკური აქტი, რომელიც შედგა. საქართველოს ეროვნულ კრებას უფრო მეტი მოქალაქე ესწრებოდა 4 ოქტომბერს, ვიდრე “ოცნების“ მიერ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს, - თქვა ბურჭულაძემ.

მსოფლიო ბანმა პროკურორსაც მიმართა და ურჩია, გადახედოს და მოინანიოს თავისი ნამოქმედარი, რადგან თავადაც კარგად იცის, რომ ის სასჯელი, რაც მათ მიუსაჯეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მინდა მივმართო ბატონ პროკურორს: ბატონო ვაჟა, დღეს გაქვთ შანსი, გადახედოთ და მოინანიოთ თქვენი ნამოქმედარი. თქვენ კარგად იცით, რომ პატიმრობის წლები, რომლებიც ჩვენ მოგვისაჯეთ, არ შეესაბამება სამართალს. ამ სასჯელით ყველა მაინც გავალთ ციხიდან, ზოგი მკვდარი, არ ვიძახი ვინღაცას მოკლავენ, ასაკი მაქვს მხედველობაში, ამით იმის თქმა თქვენს თავს! რატომ და ვის წირავთ მომავალს?! ამიტომ დღეს, ახლა გაქვთ ისტორიული შანსი, აუცილებელი. ეს ჩვენთვის ბევრს არაფერს შეცვლის, მაგრამ ჩვენთვის არის განა სასამართლოს. თუ გაწუხებთ თქვენი

ნამოქმედარი, გადადგით ეს ნაბიჯი; ხომ ხედავთ, თქვენთან მყოფმა მეორე პროკურორმა უშველათავს და ჩამოშორდა საქმეს. მართლია, ბოდიშის გარეშე, მაგრამ მაინც აირიდა თავი ამ სამარცხვინო საქციელს. გამოგიტყდებით, რომ მე თქვენდამი სიმპათიით ვარ განწყობილი და დღესაც მგონია, რომ თქვენ დიდი ზეწოლის ქვეშ ხართ. ისე რომ მე მაქვს გული, კეთილი გულით, თხოვნა და სურვილიც იქნება, რომ მოინანიოთ და გადაარჩინოთ თქვენი ღირსება განადგურებისგან. გარწმუნებთ, რომ გადის დრო და თქვენ ჩემი მადლობლები იქნებით, ამაყობთ თქვენი საქციელით. გადადგით ეს ნაბიჯი, ახლა, სანამ გვიანი არ არის.

და ბოლოს... ქალბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორებო, ახლა კი ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემთ: ერთხელ მაინც გაიარეთ რუსთაველზე, შეხვდით პროტესტის მონაწილეებს. საკუთარი თვალით ნახეთ და გაიცანით ეს გულწრფელი ქართველები, იგრძნოთ მათი სიტყვები, მათი სიყვარული და საქართველოს თავისუფლებისთვის თავგანწირვა – ის, რისთვისაც ისინი იბრძვიან და რის გამოც ისინი დღეს იქ დგანან.

და გაიგებთ, თუ სად არის და როგორია საქართველოს გულისცემა. და როდესაც სახლში დაბრუნდებით, თქვენი შინაგანი ხმა გეტყვით: გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს! გამარჯვება გარდაუვალია! ბრძოლა ბოლომდე! დიდი მადლობა!, - თქვა ბურჭულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ოცნების "არჩევნების" დღეს, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ!" - პაატა ბურჭულაძე წერილს აქვეყნებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები