ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

პარლამენტის წევრებმა ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. ისინი წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის შემკობის ცერემონიალს დაესწრნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

პარლამენტის წევრებმა ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა
პარლამენტის წევრებმა ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

პარლამენტის წევრები მარტვილის მერთან, გიორგი ნაჭყებიასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ჩიქოვანთან, საქართველოს პირველ ლედისთან თამარ ბაგრატიონთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის შემკობის ცერემონიალს დაესწრნენ.

„ჭყონდიდობა არის დღესასწაული, რომელიც არა მხოლოდ რწმენას, არამედ ქვეყნის ისტორიას, ღირსებასა და განათლებას უკავშირდება. წმინდა გიორგი ჭყონდიდელმა დავით აღმაშენებლის აღზრდითა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობით ფასდაუდებელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში“, – აღნიშნა ილია ინჯიამ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, წლევანდელი ჭყონდიდობის დღესასწაული განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III აღავლინა.

ჭყონდიდობის დღესასწაულის ფარგლებში ასევე გაიმართა მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

ამასთან, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში კულტურული და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჭყონდიდობა არის დღესასწაული, რომელიც არა მხოლოდ რწმენას, არამედ ქვეყნის ისტორიას, ღირსებასა და განათლებას უკავშირდება. წმინდა გიორგი ჭყონდიდელმა დავით აღმაშენებლის აღზრდითა და ქვეყნის მართვაში მონაწილეობით ფასდაუდებელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში“
ილია ინჯია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.