პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პატრიარქი: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით. რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა

მარტვილში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდელობის დღესასწაული აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა მღვდელმთავრებთან ერთად შიო მესამემ აღავლინა, რომელმაც ქადაგებაში ქვეყნის გადარჩენისა და გაძლიერებისთვის ღვთის შეწევნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პატრიარქი: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით. რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა
რუსთავი 2

მარტვილში ჭყონდიდელობას აღნიშნავენ. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა სრულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

პატრიარქის რანგში, ეს შიო მესამის პირველი ღვთისმსახურებაა ჭყონდიდის ეპარქიაში. მარტვილში იმყოფებოდა პირველი ლედიც.

"დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა მას რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას, საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე და ისინი ერთმანეთის ღვაწლს ავსებდნენ, ამიტომაც ეღირსნენ ღვთისგან ასეთ დიდ შეწევნას და წყალობას, რომ შემდეგ უკვე დავით აღმაშენებელმა განავრცო საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და, ამ ორი დიდი მოღვაწის ცხოვრების მაგალითზე, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ბიბლიურ ჭეშმარიტებაში, რომ თუ ჩვენ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით, მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას, გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით თუ ასე ვიფიქრებთ. რა არის კიდევ საჭირო ამისთვის? ღვთის ნება და ღვთის შეწევნა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დალოცოს ჭყონდიდის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სამეგრელო, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მოგვანიჭოს გამთლიანება, გადარჩენა, მშვიდობა და წყალობა ღვთისა, ამინ," - განაცხადა შიო მესამემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. POSTVსამთავრობოშიო მესამე: „თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან
  2. ტაბულაოპოზიციურიშიო: ნუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით გავაერთიანებთ ქვეყანას, საჭიროა ღვთის ნებაც
  3. ალიაოპოზიციური“ძალიან შევცდებით, თუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენი ჭკუით შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას,” – შიო მესამე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები