ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პოლიტიკური პროტესტი თუ "ფსევდორელიგიური სექტა" - რატომ უწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციის აქტივობებს ილუზიურ პროცესს

მმართველი გუნდი ოპოზიციის პროტესტს „ფსევდორელიგიურ სექტად“ და ილუზიურ პროცესად აფასებს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ უწყვეტი პროტესტი მარკეტინგულ ხასიათს ატარებს და კრახისთვისაა განწირული.

პოლიტიკური პროტესტი თუ "ფსევდორელიგიური სექტა" - რატომ უწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციის აქტივობებს ილუზიურ პროცესს
პოლიტიკური პროტესტი თუ "ფსევდორელიგიური სექტა" - რატომ უწოდებს მმართველი გუნდი ოპოზიციის აქტივობებს ილუზიურ პროცესსრუსთავი 2

უტოპიის ძიებაში - ბელგიის ქალაქ ნამიურში მდებარე სახელწოდების ქანდაკების ფოტო პარლამენტის თავმჯდომარემ იმის სადემონსტრაციოდ გამოაქვეყნა, რამდენად პარადოქსული და ილუზიურია ოპოზიციონერი აქტივისტების რეალობა, რომელსაც ისინი საკუთარ თავს უქმნიან. შალვა პაპუაშვილი ვრცელი წერილის შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტავს თუ როგორ იქცა პროტესტი ფსევდორელიგიურ სექტად - თავისი მარშებით, სიმბოლოებითა და დოგმატური მიდგომებით. პასუხობს ოპონენტების გამოხმაურებებსაც.

რატომ იკრიბებიან ყოველდღე, როდესაც მათი რაოდენობა სულ უფრო იკლებს? - სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ერთგვარ რიტუალად ქცეული ეს ქმედება მარკეტინგულად, ე.წ. უწყვეტი პროტესტის წარმოჩენას ემსახურება, რეალურად კი პროცესისა და მისი მონაწილეების დისკრედიტაციას ახდენს. პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, საკითხზე, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.

ოპოზიციონერ აქტივისტების, დიდი ხანია აღარ უერთდება ოპოზიციის გარკვეული ნაწილი. ამას თავადაც აღიარებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ საპროტესტო მუხტი ძლიერია.

იდეისგან და ხალხისგან დაცლილი თემი, რომელსაც აღარც მიზანი აქვს და აღარც გეგმა - ასე აფასებენ უმრავლესობაში შეკრებებს, რომელსაც მათი თქმით, აქტივისტები მხოლოდ საკუთარი არსებობის დასადასტურებლად ატარებენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კრახით დასრულებული პროტესტი მკაფიო გზავნილი უნდა იყო იმ გარე აქტორებისთვისაც, რომლებიც ქვეყნის შიგნით ძალადობრივ პროცესებს აფინანსებენ და კონკრეტულ მითითებებსაც გასცემენ.

პოლიტიკური ლიტურგია, მოწამეები და საკუთარი დღეთაღრიცხვა - პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სწორედ ამ ნიშანთა ერთობლიობამ შექმნა სექტა -პოლიტიკურის ნაცვლად ფსევდორელიგიური მოძრაობა. პაპუაშვილის აზრით, აქტივისტებისთვის, რომლებმაც საკუთარი ქმედებების გამართლება ვერ შეძლეს, ვერც მიზანს მიაღწიეს და ვერც შეცდომები აღიარეს, მარშებითა და სიმბოლური მოქმედებებით, თვითმიზნად რიტუალი დაისახეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.