ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"პროტესტიდან სექტამდე" - შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აქტივისტებმა, რომლებმაც საკუთარი ქმედებების გამართლება ვერ შეძლეს, მარშებითა და სიმბოლური მოქმედებებით, თვითმიზნად რიტუალი აქციეს

ქართული ოცნება

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გასული ორი წლის პროტესტი ანალიტიკური წერილით შეაჯამა და განაცხადა, რომ პოლიტიკური პროტესტი ფსევდორელიგიურ მოძრაობად და სექტად იქცა. მმართველი პარტიის შეფასებით, აქტივისტები მარშებითა და სიმბოლური მოქმედებებით ცდილობენ თვითგადარჩენას და თვითაქტუალიზაციას, რადგან პროცესის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

"პროტესტიდან სექტამდე" - შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აქტივისტებმა, რომლებმაც საკუთარი ქმედებების გამართლება ვერ შეძლეს, მარშებითა და სიმბოლური მოქმედებებით, თვითმიზნად რიტუალი აქციეს
"პროტესტიდან სექტამდე" - შალვა პაპუაშვილის შეფასებით, აქტივისტებმა, რომლებმაც საკუთარი ქმედებების გამართლება ვერ შეძლეს, მარშებითა და სიმბოლური მოქმედებებით, თვითმიზნად რიტუალი აქციესრუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც გასული 2 წლის პროტესტი ანალიტიკური წერილით შეაჯამა, დღეს ამბობს, რომ ოპოზიციის რეაქცია კიდეც უფრო ამყარებს მის მიერ აღწერილ სურათს. სპიკერი აცხადებს, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობა და დოგმატური მიდგომები ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, თუ როგორ იქცა პოლიტიკური პროტესტი ფსევდორელიგიურ მოძრაობად - საკუთარი რიტუალებითა და ე.წ. სიწმინდეებით.

აქციებზე ვნახეთ არაერთი პერფორმანსიც, რასაც მმართველ პარტიაში სექტანტური რიტუალები უწოდეს. არქივიდან ამოღებული ეს კადრები სოციალურ ქსელში ლევან მაჭავარიანმა გამოაქვეყნა. დეპუტატმა ამ ფორმით უპასუხა ოპონენტებს, რომლებიც უმრავლესობის შეფასებებს გამოეხმაურნენ.

რა მიზანი და რა დატვირთვა აქვს ასეთ სიმბოლოებს? - ოპოზიციაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

პროტესტი, რომელსაც აქტივისტებმა თავად უწყვეტი დაარქვეს, მმართველი პარტიის შეფასებით, ემსახურება ერთადერთს - მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ყოველდღიური შეკრებებით მოახდინოს თვითაქტუალიზაცია თვითგადარჩენისთვის. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ აქციები დიდი ხანია კრახით დასრულდა. ოპოზიცია თავადაც ვერ უარყოფს, რომ პროცესის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

პროტესტიდან სექტამდე - სპიკერმა ამ საკითხს სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი მიუძღვნა. სპიკერმა დაწერა, რომ აქტივისტებმა, რომლებმაც საკუთარი ქმედებების გამართლება ვერ შეძლეს, ვერც მიზანს მიაღწიეს და ვერც შეცდომები აღიარეს, მარშებითა და სიმბოლური მოქმედებებით, თვითმიზნად რიტუალი აქციეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.