ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში საოფისე შენობაზე რუსული დრონით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

კიევში საოფისე შენობაზე რუსული დრონით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დრონებით იერიში მიიტანეს „მაკდონალდსის“ საწყობზეც და მსოფლიოს მხრიდან საპასუხო ქმედებებია საჭირო.

ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში საოფისე შენობაზე რუსული დრონით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევში საოფისე შენობაზე რუსული დრონით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპარუსთავი 2

კიევში საოფისე შენობაზე რუსული დრონით იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის ლიდერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურებს, რომლებიც თავდასხმების შემდეგ დახმარებისთვის რეაგირებენ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს დრონებით იერიში მიიტანეს „მაკდონალდსის“ საწყობზეც.

„სასტარტო დრონი - ჩვეულებრივი სურსათის წინააღმდეგ... რუსები მუდმივად აფართოებენ ესკალაციის ოპერაციას: ამერიკული და სხვა ბიზნესები, მონაცემთა ცენტრები, ინტერნეტპროვაიდერები - რუსეთისთვის ჩვეულებრივი ცხოვრება თავისთავად უბრალოდ სამიზნეა. ეს ყველაფერი ასუსტებს ადამიანების შესაძლებლობას, დარჩნენ კავშირზე, ისწავლონ და იმუშაონ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ამ ყველაფერს უპასუხოს.

"ჩვენმა შესაძლებლობებმა და მსოფლიო სანქციებმა ზუსტად ამ მიმართულებით ერთად უნდა იმუშაონ - ეს არის კონკრეტული შედეგები რუსეთისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სასტარტო დრონი - ჩვეულებრივი სურსათის წინააღმდეგ... რუსები მუდმივად აფართოებენ ესკალაციის ოპერაციას: ამერიკული და სხვა ბიზნესები, მონაცემთა ცენტრები, ინტერნეტპროვაიდერები - რუსეთისთვის ჩვეულებრივი ცხოვრება თავისთავად უბრალოდ სამიზნეა. ეს ყველაფერი ასუსტებს ადამიანების შესაძლებლობას, დარჩნენ კავშირზე, ისწავლონ და იმუშაონ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენმა შესაძლებლობებმა და მსოფლიო სანქციებმა ზუსტად ამ მიმართულებით ერთად უნდა იმუშაონ - ეს არის კონკრეტული შედეგები რუსეთისთვის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.