თამარ იაკობიძე: სუს-ი არ იყო ინფორმირებული სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდი განიხილეს. პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, პროცესზე დაიკითხა სუს-ის წარმომადგენელი, რომელმაც დაადასტურა, რომ უწყება საგუშაგოს აგების შესახებ ინფორმირებული არ იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე პროცესი გაიმართა.
განიხილეს ეპიზოდი, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვას ეხება. დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები, ირაკლი ანთაძე და ვატო შაქარაშვილი.
საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა პროკურორმა. თამარ იაკობიძის განცხადებით, პროცესზე დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომლის თქმითაც, სუს-ს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აგების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
"ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებათა კვლევას. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება იყო.
ვინაიდან, სასამართლო პროცესი არის დახურული, ბრალდების მხარე მოწმეთა ჩვენებების შინაარსში არ შევა. ერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალი 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ციტატები სტატიიდან
„ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებათა კვლევას. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენება იყო. ვინაიდან, სასამართლო პროცესი არის დახურული, ბრალდების მხარე მოწმეთა ჩვენებების შინაარსში არ შევა. ერთი, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.