აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი საქართველოს პროკურატურას მადლობას უხდის და FBI ტეორიზმში ბრალდებული პირის ექსტრადირებას ეხმაურება
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოს პროკურატურას მადლობა გადაუხადა ტერორიზმში ბრალდებული დავუდ ანსარის ექსტრადირებისთვის. პირი, რომელიც ათი წელი იძებნებოდა, საქართველოში 2026 წლის აგვისტოში დააკავეს და სექტემბერში აშშ-ს გადასცეს.

FBI ნიუ-იორკის განყოფილება, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოდან ექსტრადირებული პირის ფოტოებს აქვეყნებს და ათ წლიანი ძებნის შემდეგ, მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ფაქტს ეხმაურება - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"ინფორმაციის თანახმარდ, დავუდ ანსარის (Davud Ansariy), რომელიც უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, დღეს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წაუყენებენ ბრალს. მას „ისლამური სახელმწიფოსა“ (ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ (ANF) მატერიალური დახმარების გაწევასა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობაში ედავებიან.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში საქართველოდან 2026 წლის 23 სექტემბერს განხორციელდა, სადაც ის 2026 წლის აგვისტოში დააკავეს.
დავუდ ანსარი აშშ-დან 2016 წელს, თურქეთის მიმართულებით გაიქცა და მას შემდეგ იძებნება. საქართველოს პროკურატურისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურამ პირი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.
აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს საქართველოს პროკურატურას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშროლობისა და ძებნილის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა," - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„ინფორმაციის თანახმარდ, დავუდ ანსარის (Davud Ansariy), რომელიც უზბეკეთის მოქალაქე და აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქეა, დღეს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში წაუყენებენ ბრალს. მას „ისლამური სახელმწიფოსა“ (ISIS) და „ალ-ნუსრას ფრონტისთვის“ (ANF) მატერიალური დახმარების გაწევასა და ამავე მიზნით შეთქმულების მოწყობაში ედავებიან. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ანსარის ექსტრადიცია ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქში საქართველოდან 2026 წლის 23 სექტემბერს განხორციელდა, სადაც ის 2026 წლის აგვისტოში დააკავეს. დავუდ ანსარი აშშ-დან 2016 წელს, თურქეთის მიმართულებით გაიქცა და მას შემდეგ იძებნება. საქართველოს პროკურატურისა და აშშ იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურამ პირი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავა და შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა. აშშ იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს საქართველოს პროკურატურას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თანამშროლობისა და ძებნილის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.