პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროთბილისის საქალაქო სასამართლოიუსტიციის სამინისტროსაქართველოს პროკურატურა

საქართველომ სომხეთს გადასცა მკვლელობისა და 8 პირის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი, რომელიც შსს-მ დააკავა, ხოლო სასამართლომ და იუსტიციის მინისტრმა მისი ექსტრადიცია დაუშვეს.

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
იმედინიუსი

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის შემდგომაც 2026 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ძებნილი პირის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ.

ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.

საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოდან სომხეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობის, იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაქართველოდან სომხეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოდან სომხეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, 8 პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხულიგნობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები