"მომავალშიც განსაკუთრებული ხაზი გაესმევა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, შუა კორიდორის ფუნქცია ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება" - შოთა ბერეკაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტზე
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მომავალში განსაკუთრებული ხაზი გაესმევა ენერგეტიკისა და სხვა ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობას, ხოლო შუა კორიდორის ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში და კიდევ უფრო გაძლიერდება შუა კორიდორის ფუნქციაც.
"არა ერთი ეკონომიკური სექტორის მიმართულებით ჩვენ გაგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობა, იქნება ეს ენერგეტიკის სექტორი, იქნება ეს ტრანსპორტი, ლოგისტიკა, იქნება ეს ტურიზმის სექტორი. თითოეული მიმართულებით მნიშვნელობა აქვს, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, გვქონდეს კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ მომავალშიც განსაკუთრებული ხაზი გაესმევა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, შუა კორიდორის ფუნქცია ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება," - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
ციტატები სტატიიდან
„არა ერთი ეკონომიკური სექტორის მიმართულებით ჩვენ გაგვაჩნია სტრატეგიული პარტნიორობა, იქნება ეს ენერგეტიკის სექტორი, იქნება ეს ტრანსპორტი, ლოგისტიკა, იქნება ეს ტურიზმის სექტორი. თითოეული მიმართულებით მნიშვნელობა აქვს, რომ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, გვქონდეს კოორდინირებული ეკონომიკური პოლიტიკა. მიგვაჩნია, რომ მომავალშიც განსაკუთრებული ხაზი გაესმევა თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, შუა კორიდორის ფუნქცია ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.