პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციამ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის, საპარლამენტო დიპლომატიის, შუა დერეფნის ფუნქციისა და ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. ქართულმა მხარემ ასევე მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არაღიარებისა და დაგმობისთვის.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა
რუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში იმყოფება.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხი მიმოიხილეს და პარლამენტების კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

"შეხვედრებისას იმ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივად არსებობს. ორი ქვეყნის თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაც დაკავშირებადობას აძლიერებს. ეს არის "შუა დერეფნის" ფუნქცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ, ორი ქვეყანა ერთმანეთს ვაძლიერებთ. ერთობლივი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და ზოგადად, რეგიონის მყარ პოზიციონირებას ემსახურება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნების არაღიარების და დაგმობის გამოხატვის გამო, მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მეგობრობის ჯგუფის წევრები - ანტონ ობოლაშვილი, სავალან მირზოევი და ზაურ დარგალი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს - ნინო წილოსანი საპარლამენტო დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტზე
  2. POSTVსამთავრობონინო წილოსანი: “საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და
  3. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრებისას იმ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე ვისაუბრეთ, რომელიც აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართ მუდმივად არსებობს. ორი ქვეყნის თანამშრომლობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რაც დაკავშირებადობას აძლიერებს. ეს არის "შუა დერეფნის" ფუნქცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ, ორი ქვეყანა ერთმანეთს ვაძლიერებთ. ერთობლივი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და ზოგადად, რეგიონის მყარ პოზიციონირებას ემსახურება“
ნინო წილოსანი
„ფუნქცია, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება. საერთაშორისო პლატფორმებზე ჩვენ, ორი ქვეყანა ერთმანეთს ვაძლიერებთ. ერთობლივი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას და ზოგადად, რეგიონის მყარ პოზიციონირებას ემსახურება“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნინო წილოსანი: მოხარული ვარ, რომ შევხვდით მილი მეჯლისის სპიკერს, ქალბატონ საჰიბას და მასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს ორ პარლამენტს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას და შემდგომ გეგმებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები