ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“ - აზერბაიჯანის საგარეო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მხარის შეფასებით, საპატრიარქოს მიდგომა, რომელშიც ტერიტორია „ისტორიულ ჰერეთადაა“ მოხსენიებული, ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს და მიუღებელია. თავის მხრივ, საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“ - აზერბაიჯანის საგარეო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე
„ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“ - აზერბაიჯანის საგარეო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზერადიო თავისუფლება

„განცხადება ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას“, - ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

„გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძენენ, რომ „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია“.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის პატივს სცემს:

„მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა შეარყიოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიული კავშირები.

ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებული არ არის სომხური ეკლესიის დამახასიათებელი მიდგომების გამეორება ან მისი გზის მიყოლა“.

განცხადება სრულდება სიტყვებით, რომელთა მიხედვითაც, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

რადიო თავისუფლება ცდილობს საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან კომენტარის მოპოვებას, საპატრიარქოში ამბობენ, რომ ამ განცხადებას ჯერ [17:25 სთ] არ გასცნობიან.

24 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ შეშფოთება გამოხატა და შესაბამისი სამსახურების ჩართვა მოითხოვა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო. ეს ტერიტორია განცხადებაში მოხსენიებული იყო „ისტორიულ ჰერეთად“.

„უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე... ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე“, - ეწერა განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“
„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია - აზერბაიჯანი არის ჩვენი უახლოესი, ისტორიული, სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან დიდი მეგობარი - ყველა სპეკულაცია, რაც ხდება მონასტრის ირგვლივ, დასრულდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები