თბილისში ორ მცირეწლოვანს ეძებენ
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე N54 საჯარო სკოლის მცირეწლოვანი მოსწავლეები დაიკარგნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

თბილისში, ორ მცირეწლოვან ბავშვს ეძებენ.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ბავშვები, N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან და მათ შორის ერთი, 6 წლის არის.
„დღეს ფალიაშვილის ქუჩიდან, სკოლიდან თანაკლასელთან ერთად დაიკარგა ბავშვი. გთხოვთ, თუ ვინმეს გეცნოთ ან ნახეთ, დარეკეთ ნომერზე 557 74 37 30" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან და ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
ფოტოს ახლობლები ავრცელებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…