სასულიერო კლუბები აჭარის 13 საჯარო სკოლაშიც გახსნეს
2026 სასწავლო წელს აჭარის 13 საჯარო სკოლაში სასულიერო კლუბები გაიხსნა, სადაც მოსწავლეებს ე.წ. ღირებულებით გაკვეთილებს უტარებენ. კლუბები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეული დასაქმებული სასულიერო პირის ხელფასი 650 ლარს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი კლუბები უკვე 141 საჯარო სკოლაშია გახსნილი.

2026 სასწავლო წელს, აჭარის 13 საჯარო სკოლაში სასულიერო კლუბები გაიხსნა, სადაც ე.წ „ღირებულებით გაკვეთილებს“ ჩაუტარებენ მოსწავლეებს.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 8 სასულიერო კლუბია გახსნილი ბათუმის საჯარო სკოლაში, 2 – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და 3 კლუბი, ქობულეთის საჯარო სკოლებში.
„სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება აღნიშნული კლუბების რაოდენობის გაზრდა“-გვწერენ განათლების სამინისტროდან.
სასულიერო კლუბები სახელწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. კერძოდ, სახელმწიფო აფინანსებს სასულიერო პირის ხელფასს, – 650 ლარის ოდენობით თვეში, რომელიც ამ კლუბშია დასაქმებული.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სასულიერო კლუბები 141 საჯარო სკოლაშია გახსნილი, [სულ 175 კლუბი იყო ივლისის მონაცემებით] თუმცა, ამ რიცხვში შედის თუ არა აჭარაში გახსნილი სკოლები, დაზუსტებული არ არის.
განათლების სამინისტრო 2026 წლის ივლისში წერდა, რომ სასულიერო კლუბებში 4 375 მოსწავლე იყო ჩართული.
კლუბებში დასაქმებული სასულიერო პირების ხელფასებზე თვეში 113 750 ლარზე მეტი დაიხარჯება, რაც წელიწადში მინიმუმ 1 მილიონ ლარზე მეტია.
________________
ამ თემაზე:
„თუ მღვდელი გასწავლის, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ?“ – მასწავლებელი სკოლებში შექმნილ კლუბებზე
ციტატები სტატიიდან
„სასწავლო წლის განმავლობაში იგეგმება აღნიშნული კლუბების რაოდენობის გაზრდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…