ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში - წელს პროგრამაზე ₾1.5 მლნ იხარჯება
საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი „ღირებულებითი განათლების“ ქვეპროგრამისთვის 1 474 175 ლარია გათვალისწინებული. საპილოტე სკოლებში კლუბებს სასულიერო პირები წარმართავენ, რომელთა 650-ლარიან ანაზღაურებას სამინისტრო ფარავს.

ღირებულებითი განათლების ხელშეწყობისთვის 2026 წელს 1 474 175 ლარია გათვალისწინებული.
ქვეპროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით მიმდინარეობს, საპილოტე საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლებით დაინტერესებული საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის კლუბები იქმნება. კლუბების საქმიანობას კი წარმართავენ სასულიერო პირები (პედაგოგები).
სასულიერო პირები საპილოტე სკოლებში საკლუბო შეხვედრებს ატარებენ კვირაში ერთხელ (საბაზო საფეხური) არაუმეტეს 1 საათისა, ასევე, თვეში ერთხელ შეხვედრა ტარდება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან არაუმეტეს 45 წუთისა.
საჯარო სკოლები ხელშეკრულებას უფორმებენ სასულიერო პირებს. მათი შრომის ანაზღაურება 650 ლარია, რასაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ფარავს.
პროგრამის მოსალოდნელ შედეგად სახელდება საპილოტედ შერჩეული საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის პიროვნული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. გუნდურობის, თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება.
2026 წელს 141 საპილოტე საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლებით დაინტერესებული მოსწავლეები არიან ჩართულები სასკოლო კლუბებში.
ღირებულებითი განათლების პროგრამა 2024 წლიდან შემუშავდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…