ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყა. ქვეყნის მასშტაბით 45 000 პირველკლასელი მიიღეს, ხოლო აჭარაში - 5 658. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდა, რასაც საზოგადოებისა და მშობლების მხრიდან კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა ფორმების ხარისხის, ფასისა და სხვა არსებული სკოლის პრობლემების ფონზე.

საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო
საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყობათუმელები

დღეს, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის საჯარო სკოლებში წელს 5 658 პირველკლასელი შევიდა. ქვეყნის მასშტაბით კი 45 000 პირველკლასელი მიიღეს.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი სკოლა დარჩა პირველკლასელის გარეშე. როგორც გვითხრეს, სამინისტროს ეს მონაცემები ჯერჯერობით არ აქვს, რადგან მათი თქმით, „სკოლებში მობილობის პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე მიმდინარეობს“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყველა პირველკლასელი ვალდებულია სასკოლო ფორმა ატაროს. ფორმების შეკერვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 49 მილიონი ლარი გამოიყო. სასკოლო ფორმები ჩინურმა კომპანიამ შეკერა. ფორმა მშობლისთვის 95 ლარი ღირს.

სასკოლო ფორმების ხარისხსა და სავალდებულოობას, ბევრი კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებაში. მშობლების ნაწილი ფორმებს აპროტესტებდა ქსოვილის არაბუნებრივი შემადგენლობის გამო, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფორმამდე, ჯერ ბევრი სხვა პრობლემაა საჯარო სკოლებში მოსაგვარებელი, მათ შორის სკოლის ინფრასტრუქტურა, კვების საკითხი, საგანმანათლებლო რესურსები და ასე შემდეგ.

როგორც მშობლები ფეისბუქში წერდნენ, ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო სასკოლო ფორმის სრულად შეძენა, რადგან ზომები არ დაემთხვა ბავშვების ზომებს. ზოგმა კი მხოლოდ შარვალი ან პიჯაკი აიღო.

განათლების სამინისტროს ვკითხეთ, რამდენმა მშობელმა ვერ მოახერხა სასკოლო ფორმის სრული კომპლექტის შეძენა, რამდენი ვერ გასწვდა ფინანსურად. თუმცა სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს მონაცემები ამ ეტაპზე არ აქვთ.

2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში 37 733 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, 55 ათასზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.