"ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა, ასევე ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით" - პროკურორი
სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო მასალა, ხელყუმბარა და ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
საქართველოს მოქალაქეები გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, პირები ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაერთიანდნენ და ორგანიზაციის ლიდერის წინაშე ერთგულების ფიცი დადეს. ამოღებულია "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ერთგულების ფიცის ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, ვაზნები, ხელყუმბარა და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში. მისი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი და, ტერორისტული საქმიანობის დახმარების მიზნით, მზად იყვნენ, შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა, ასევე ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აცხადებს პროკურორი, ელიზბარ გოზალიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში. მისი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი და, ტერორისტული საქმიანობის დახმარების მიზნით, მზად იყვნენ, შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო მასალა და ხელყუმბარა, ასევე ნივთები ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების, ასევე საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.