ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სუსმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. გამოძიების ცნობით, ისინი „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ და ერთგულების ფიცი დადეს.

სუსმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავა
სუსმა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავარადიო თავისუფლება

ორივე მათგანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დააკავეს.

„აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება“, - აცხადებენ სუსში და დასძენენ, რომ მათი პირადი და საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს „ბაიათის“ ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები“.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით.

სუსში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.