პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყურძნის მოსავალი უკვე 3500-მა მევენახემ დააბინავა - კახეთში რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია

საქართველოს მთავრობა

კახეთში რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ამ დროის მონაცემებით, ყურძნის მოსავალი 3500-მა მევენახემ დააბინავა და გადამუშავებულია 60 ათასი ტონა მოსავალი. დაკორექტირდა ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და შაქრიანობის ზღვარი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ყველა მევენახეს ექნება.

ყურძნის მოსავალი უკვე 3500-მა მევენახემ დააბინავა - კახეთში რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია
რუსთავი 2

კახეთში რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია - ყურძნის მოსავალი უკვე 3500-მა მევენახემ დააბინავა. ამ დროის მონაცემებით გადამუშავდა 60 ათასი ტონა მოსავალი, აქედან 42 ტონაზე მეტი მაღალი კონდიციის ხარისხიანი ყურძენია.

მხოლოდ ერთ დღეში, გადამუშავდა მიმდინარე რთველის სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის - 12 ათას ტონამდე ყურძენი. სახელმწიფო საწარმო მოსავალს 22 ლოკაციაზე იბარებს. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.

22 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, დაკორექტირდა ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და შაქრიანობის ზღვარი - მაღალკონდიციური ყურძენი 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში ლარი და 50 თეთრია, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში კი ლარი და 30 თეთრი.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ყველა მევენახეს ექნება.

საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობო25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 60 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი: ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც წლევანდელი რთველი იქნება გამორჩეულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები