ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს

ჯარის საქმეზე დაკავებულები, ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე ვასილ მხეიძე და თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმა გიორგი ხაინდრავა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გათავისუფლდნენ. მათ 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, საიდანაც 1 წელი და 2 თვე საპატიმროში მოიხადეს, ხოლო დანარჩენი 3 წელი პირობით ჩაეთვალათ და თითოეულს 100 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვესალია

ჯარის საქმეზე დაკავებულები თავისუფლები არიან – ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ ვასილ მხეიძემ და თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმამ, გიორგი ხაინდრავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.

მათ საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.