ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა გათავისუფლდნენ

თავდაცვის სამინისტროსაქართველოს პროკურატურატვ პირველიქართული ოცნება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა, რომლებსაც თანხის გაფლანგვისთვის 8-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, საპროცესო გარიგების შემდეგ გათავისუფლდნენ. ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პატიმრობაში რჩება, თუმცა მასაც შეუმცირდა სასჯელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.

ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა გათავისუფლდნენ
ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა გათავისუფლდნენნეტგაზეთი

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა გათავისუფლდნენ.

მათ რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვეს.

ვასილ მხეიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმაა, ხოლო გიორგი ხაინდრავა ბურჭულაძის მოადგილე იყო. გიორგი ხაინდრავას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდა, ვასილ მხეიძეს — გაფლანგვაში დახმარებას.

მათ თავდაპირველად 8-8 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. თუმცა სექტემბერში გაფორმებული საპროცესო გარიგების შემდეგ, მათი რეალური საპატიმრო დრო 1 წლამდე და 2 თვემდე შემცირდა. რადგან ეს დრო უკვე გასული იყო, მათ ციხე სექტემბერშივე დატოვეს.

ორივე მათგანს ასევე დაეკისრა 100 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, მხეიძეს კი ჩამოერთვა კონტრაბანდული სიგარეტი და მასალები.

ერთ-ერთი პირობა, რის სანაცვლოდაც მათ სასჯელის შემსუბუქება მიიღეს, საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე.

სავარაუდოდ, საუბარია ირაკლი ღარიბაშვილისთვის ქრთამის აღების მუხლით წარდგენილ ბრალზე, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ და მხეიძემ ჩვენებები მისცეს. ბურჭულაძემ თქვა, რომ აიღო 1.5 მილიონი ლარის ქრთამი, საიდანაც ნახევარი (750 000 ლარი) თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეში რჩება. ის ორ საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი. ერთ საქმეში ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადაა ფიგურანტი და ბრალდებული ქრთამის აღებაში. აღნიშნულ საქმეზე ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

მეორე საქმე, რომელზე ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაა.

პირველი სასამართლოთი მას 10 წლით ჰქონდა მისჯილი ციხე. საპროცესო გარიგებით კი სასჯელი გაუნახევრდა. ჯამში, ბურჭულაძეს მიესაჯა 5 წელი, საიდანაც რეალურად ციხეში 3 წელს გაატარებს (ვინაიდან ნაწილი უკვე მოხდილი აქვს, ციხეს ზუსტად 2 წელიწადში დატოვებს), ხოლო დარჩენილი 2 წელი პირობითი ექნება. ასევე, ის დაჯარიმდა 1 მილიონი ლარით და ჩამოერთვა ქონება (მათ შორის უძრავი ქონება ესპანეთსა და წყნეთში).

ფოტო: ტვ პირველი

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.