ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია

თიბისი ბანკი

ბათუმში, თიბისის პარტნიორობით, „ბრიტანული დღეები“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონული ბიზნესშეხვედრები და ჩივინინგის პროგრამის კურსდამთავრებულთა კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა.

თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორიაინტერპრესნიუსი

23-24 სექტემბერს, თიბისის პარტნიორობით, ბათუმში, ,,ბრიტანული დღეები’’ გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი თხელიძემ და თიბისის გუნდმა.

„ბრიტანული დღეები ბათუმში“, 23 სექტემბერს, აჭარის რეგიონში მოქმედ მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა უმასპინძლა.

ღონისძიებაზე ბიზნესებს სიტყვით მიმართა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი თხელიძემ და იმ წარმატებულ პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც აჭარაში, თიბისის დაფინანსებით განხორციელდა. ხაზი გაესვა აჭარის რეგიონის ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და თიბისი ბანკი როლს რეგიონში ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.

„აჭარის რეგიონში, თიბისი, დღეს 400-ზე მეტი კომპანიის პარტნიორი ბანკია და ბიზნესის დაფინანსებით კუთხით, რეგიონში, 49%-იანი წილით ლიდერობს. ჩემთვის, ეს მხოლოდ რიცხვები არ არის - ეს ნდობის მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, თიბისი ქართული ბიზნესისთვის ყველაზე სანდო პარტნიორი ბანკი იყოს და მათ, კაპიტალთან ერთად, ცოდნის გაზიარებით, ფინანსური გადაწყვეტილებებითა და საჭირო კავშირებით დავუჭიროთ მხარი”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

ბათუმში გამართული ,,ბრიტანული დღეების’’ ფარგლებში, 24 სექტემბერს, ასევე გაიმართა რეგიონული კონფერენციას ჩივინინგის სასტიპენდიო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, სახელწოდებით: დაკავშირებადობა, ინოვაცია და მედეგობა: სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება.

როგორც ჩივინინგის პროგრამის კურსდამთავრებული, გიორგი თხელიძე, ბრიტანეთის ელჩთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, სადაც ისაუბრა იმ ტრანსფორმაციულ პროფესიულ გზაზე, რომელიც ჩივინინგის პროგრამის ფარგლებში, დიდ ბრიტანეთში სწავლით დაიწყო და ამჟამად, რეგიონში, ლიდერი კომპანიის გენერალური დირექტორობით გრძელდება.

„ჩემთვის, ჩივინინგის პროგრამა გარდამტეხი გამოცდილება იყო, რამაც არა მხოლოდ დააჩქარა ჩემი პროფესიული განვითარება, არამედ - მნიშვნელოვნად გამიძლიერა დამოუკიდებლობა, ადაპტაციის უნარი, ცნობისმოყვარეობა და თავდაჯერება. თიბისიში, სწორედ ასეთი ტრანსფორმაციული გამოცდილება გვინდა შევუქმნათ ახალ თაობას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, თიბისის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, 11 000 ახალგაზრდას მივეცით შესაძლებლობა, უფასოდ ესწავლათ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესის მიმართულებები. განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ეს პროგრამები, ამ ახალგაზრდებისთვის, დასაქმების რეალურ შესაძლებლობებად იქცა”, - გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

(R)

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები