ირაკლი კობახიძე - ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი კარგად უნდა გვახსოვდეს - საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და საერთაშორისო პრინციპების თანაბარ დაცვაზე ისაუბრა.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ცივილიზაციების გზაჯვარედინზე ვიყავით -კარს ვუღებდით განსხვავებულ კულტურებს, ხალხს და იდეებს; ამავე დროს კი მტკიცედ ვიცავდით საკუთარ უნიკალურ იდენტობას და თვითმყოფადობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე.
“საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე, თუმცა, ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაგვაწყვეტინა - თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა.ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ. ამ პრინციპებისადმი ერთგულებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ
- POSTVირაკლი კობახიძე: „ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე, თუმცა, ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაგვაწყვეტინა - თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა.ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ. ამ პრინციპებისადმი ერთგულებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…