ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საფრანგეთი და იტალია უარყოფენ, რომ მათზე რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე აცნობეს

საფრანგეთმა და იტალიამ უარყვეს ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის დაზვერვამ მათ რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ აცნობა.

საფრანგეთი და იტალია უარყოფენ, რომ მათზე რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე აცნობეს
საფრანგეთი და იტალია უარყოფენ, რომ მათზე რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე აცნობესტაბულა

საფრანგეთი და იტალია უარყოფენ ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის დაზვერვამ მათზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ აცნობა. განცხადებები საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ გააკეთეს.

"ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ ეს ინფორმაცია - აშშ-ს დაზვერვას საფრანგეთისთვის ამის შესახებ არ უცნობებია და იგივე თქვა იტალიის თავდაცვის მინისტრმაც". - თვქვა მაკრონმა.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში უარყო.

"განგაში, რომელიც ესპანურმა გაზეთმა ატეხა, არავის არაფერს არგებს და ეს ინფორმაცია არც დასტურდება. ჩვენ ისედაც რთულ, ნერვულ დროში ვცხოვრობთ და დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა არავის სჭირდება". - დაწერა გვიდო კროზეტომ X-ზე.

გამოცემა El Mundo-ს ცნობით, აშშ-ს დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ რუსეთი ესპანეთის, საფრანგეთის ან იტალიის წინააღმდეგ დრონებით შესაძლო თავდასხმას ამზადებს. გამოცემის თანახმად, ვაშინგტონმა ინფორმაცია რამდენიმე ევროპულ მთავრობას უკვე გაუზიარა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ ეს ინფორმაცია - აშშ-ს დაზვერვას საფრანგეთისთვის ამის შესახებ არ უცნობებია და იგივე თქვა იტალიის თავდაცვის მინისტრმაც“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„განგაში, რომელიც ესპანურმა გაზეთმა ატეხა, არავის არაფერს არგებს და ეს ინფორმაცია არც დასტურდება. ჩვენ ისედაც რთულ, ნერვულ დროში ვცხოვრობთ და დამატებით ცეცხლზე ნავთის დასხმა არავის სჭირდება“
გვიდო კროზეტო
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.