პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაადასტურეს მზაობა ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას - კობახიძე ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობა განიხილეს.

დაადასტურეს მზაობა ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას - კობახიძე ფაშინიანს შეხვდა
ტაბულა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

"ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.

შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ". - ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
  3. BM.GEოპოზიციურიირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ფაშინიანს შეხვდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
  6. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი
  7. ალიაოპოზიციურიკობახიძე ფაშინიანს ნიუ-იორკში შეხვდა
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ფაშინიანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე ფაშინიანს დუბლინში შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები