პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, მიულოცა დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი და არჩევნებში გამარჯვება, და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტული შედეგებით გამოიხატება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას.

შეხვედრას, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
  2. BM.GEოპოზიციურიირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
  3. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ფაშინიანს შეხვდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
  5. ტაბულაოპოზიციურიდაადასტურეს მზაობა ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას - კობახიძე ფაშინიანს შეხვდა
  6. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი
  7. ალიაოპოზიციურიკობახიძე ფაშინიანს ნიუ-იორკში შეხვდა
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ფაშინიანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები