პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე ნიუ-იორკში ფაშინიანს შეხვდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ეუთოსაქართველოს მთავრობა

ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, არჩევნებში გამარჯვება და დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული პროცესები განიხილეს.

კობახიძე ნიუ-იორკში ფაშინიანს შეხვდა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რადიო თავისუფლება

„გავცვალეთ მოსაზრებები საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე“, - წერს კობახიძე X-ზე.

„კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისადმი“, - განაცხადა მან.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძემ ფაშინიანს სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

„ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს ჩატარდა - პრემიერების შეხვედრამდე სამნახევარი თვით ადრე.

მას შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები, მაკა ბოჭორიშვილი და არარატ მირზოიანი, ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.

მანამდე პრემიერი კობახიძე შეხვდა:

გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს;

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსეს;

ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ იგნასიო კასისს;

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანს;

ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა დევიდ ადეანგს - რა დროსაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
  3. BM.GEოპოზიციურიირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
  5. ტაბულაოპოზიციურიდაადასტურეს მზაობა ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას - კობახიძე ფაშინიანს შეხვდა
  6. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი
  7. ალიაოპოზიციურიკობახიძე ფაშინიანს ნიუ-იორკში შეხვდა
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძე ნიუ-იორკში ფაშინიანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კობახიძე ნიუ-იორკში ერდოანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები