პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით წარდგება. გამოსვლაში ყურადღება დაეთმობა დეოკუპაციას, ეკონომიკურ ზრდას, სტრატეგიულ პროექტებსა და სუვერენიტეტზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

ლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას
რუსთავი 2

სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ სამ მიმართულებაზე, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.

„პირველი არის დეოკუპაცია, რომელიც გახლავთ ქვეყნის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების მიმართულებით და აღინიშნება, რომ დეოკუპაცია, ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესმება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას ამ მიმართულებით და ამ თვალსაზრისით. პრემიერს ექნება ასევე საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არის 9.3% და არის რეგიონში უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი. პრემიერი ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია. ასევე, ის შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და შესაბამისად, პრემიერი ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან თუკი ეს თანამშრომლობა იქნება სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
  2. პირველი არხისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი – პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
  3. პირველი არხისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი – რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე, ისაუბრებს სტრატეგიულ პროექტებზე, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას
  4. POSTVსამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: „რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები