პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე, დიპლომატიაზე, შერიგებაზე, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, სტრატეგიულ პროექტებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრებს.

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
რუსთავი 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლევან ჟორჟლიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოსვლისას შეეხება მიმდინარე ოკუპაციას, რომელიც ქვეყნისთვის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა.

"პრემიერ-მინისტრი ხაზს გაუსვამს დიპლომატიის, შერიგების და მხოლოდ მშვიდობით აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მნიშვნელობას.

პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელიც არის ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელსაც ქვეყანა აპირებს რომ განავითაროს, განსაკუთრებით დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.

პრემიერ-მინისტრი შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან, თუკი ეს თანამშრომლობა იქნება დაფუძნებული თანასწორობაზე, სუვერენიტეტის პატივისცემაზე.", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. პირველი არხისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი – პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
  2. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას
  3. პირველი არხისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი – რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე, ისაუბრებს სტრატეგიულ პროექტებზე, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას
  4. POSTVსამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: „რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები