პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ჟორჟოლიანი – რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე, ისაუბრებს სტრატეგიულ პროექტებზე, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვა. მისი თქმით, გამოსვლის მთავარი თემები იქნება ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით, ეკონომიკური ზრდა და სტრატეგიული პროექტები, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე.

ლევან ჟორჟოლიანი – რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინაშე, ისაუბრებს სტრატეგიულ პროექტებზე, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას
პირველი არხი

სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა იმ სამ მიმართულებაზე, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს.

„პირველი არის დეოკუპაცია, რომელიც გახლავთ ქვეყნის მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების მიმართულებით და აღინიშნება, რომ დეოკუპაცია, ტერიტორიების დაბრუნება უნდა მოხდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიპლომატიის გამოყენებით. ასევე, ხაზი გაესმება ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას ამ მიმართულებით და ამ თვალსაზრისით. პრემიერს ექნება ასევე საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში არის 9.3% და არის რეგიონში უპრეცედენტო, ყველაზე მაღალი. პრემიერი ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია. ასევე, ის შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო და შესაბამისად, პრემიერი ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველასთან თუკი ეს თანამშრომლობა იქნება სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებული“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
  2. პირველი არხისამთავრობოლევან ჟორჟოლიანი – პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ისაუბრებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას
  4. POSTVსამთავრობოლევან ჟორჟოლიანი: „რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები