ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 700-მდე დევნილ ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა. მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში დევნილ ფერმერს გელა კეშელავას ესტუმრა და მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადასცა.

აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცარუსთავი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში, აფხაზეთიდან დევნილ ფერმერს, გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.

მთავრობის თავმჯდომარე ბენეფიციარს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდამჭერი პროგრამის და მისი შედეგების შესახებ ესაუბრა და გადაცემული ტექნიკა დაათვალიერა.

"ვაგრძელებთ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოტობლოკები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 700-მდე დევნილ ბენეფიციარს გადავეცით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას", - აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი მონაწილეობდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, 2026 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 700-მდე დევნილ ბენეფიციარს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სასუქების შესყიდვა დაუფინანსა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვაგრძელებთ დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოტობლოკები და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 700-მდე დევნილ ბენეფიციარს გადავეცით. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“
გიორგი ჯინჭარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.