“ის აღმოჩნდა პირველი, ჩემს ხელისუფლებაში, ვინც აიღო ქრთამი” – სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც ვარდების რევოლუციის დროინდელ მოვლენებს და ვაკის ყოფილ გამგებელს, ავთო დავითაძეს იხსენებს. სააკაშვილის თქმით, დავითაძე მის ხელისუფლებაში პირველი იყო, ვინც ქრთამის აღებისთვის დაიჭირეს. დღეს კი დავითაძე აპროტესტებს თავისი შვილის, გიორგი დავითაძის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ ძალადობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს:
#დაინახე #განსხვავება
ვარდების რევოლუციის შემდეგ მისი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ავთო დავითაძე ვაკის გამგებლად დაინიშნა, ჰოდა ვერ მიხვდა თუ რისთვის მოვედით ხელისუფლებაში და აღმოჩნდა პირველი ვინც აიღო ქრთამი. შესაბამისად, ამას ვინ აპატიებდა და დაიჭირეს.
გათავისუფლების შემდეგ, როგორც მითხრეს, სხვა ყოფილი “თანამებრძოლების” მსგავსად გვედგა აქტიურ ოპოზიციაში. 2012 წელს სხვებთან ერთად აპროტესტებდა ბედუკაძის და ელიზბარაშვილის, მათივე აღიარებით, დადგმულ ციხის კადრებს.
ხოდა გუშინ ერთ დროს ძალიან პერსპექტიული კადრი უკვე გვარიანად მობერებული, ამ დღეებში თვალში მომხვდა ერთ-ერთ ტელეარხზე, სადაც ხმამაღლა აპროტესტებდა ქოცების დროს კრიმინალზე დაჭერილი მისი შვილის, ციხის ადმინისტრაციის მიერ ცემას და წამებას. კიდევ უფრო ხმამაღლა, ვიდრე 2012 წელს, ყვიროდა “არ შევარჩენ ამას ხელისუფლებასო”.
ოღონდ ერთია განსხვავება 2012 წელი რუსების შეკვეთით დადგმული ის კადრები და ახლა რეალობაა და ეხება მის შვილს, ხოლო მის გვერდით არცერთი ადამიანი აღარ იდგა სოლიდარობის გამოსახატავად. მე კი ნამდვილად მეცოდება, მაგრამ რა ვქნა, ერთ დროს მისიანების მიერ, ციხეში ვარ დატყვევებული და აქედან რით დავეხმარო აბა?
თქვენ რას ფიქრობთ?
ცნობისთვის, ქართული ოცნების ყოფილი საკრებულოს დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მის შვილზე, გიორგი დავითაძეზე, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების კოალიციის სიით იყო შესული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.