„ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ მის შვილზე ციხეში ძალადობენ
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ მას რუსთავის ციხეში ბადრაგები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უსწორდებიან. ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის თქმით, მის შვილს ზამთარში გამათბობელს უთიშავდნენ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეუქმნეს, რის გამოც პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვენ. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა ბადრაგების წინააღმდეგ დევნა ჯერ არ დაწყებულა.

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატურად ხორციელდება. გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია.
ოჯახის ინფორმაციით, ინციდენტი დეკემბერში მოხდა, რა დროსაც ბადრაგის 9 თანამშრომელმა პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. გიორგის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ ძალადობა პოლიციის მოქმედი თანამშრომლის დავალებით ხდება, რომელსაც გიორგი დავითაძის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, და მოითხოვს მის სასწრაფო გადაყვანას სხვა დაწესებულებიდან.
ავთანდილ დავითაძის განცხადებით, პატიმარს ცივ ზამთარში შეგნებულად უთიშავდნენ გამათბობელს და პულტს ჯიბეში იდებდნენ, რამაც მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე შერყევა გამოიწვია.
„პატიმარს რომ ცივ კედლებში, ცივ ზამთარში გამოურთავ გამათბობელს და პულტს ჯიბეში ჩაიდებ იმის ნაცვლად, რომ გათბობა ჰქონდეს პატიმარს, შეგნებულად მიჰქონდათ პულტი, რის გამოც ჩემი შვილის ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული. არაერთი ოპერაცია გაუკეთეს, ახლა კიდე მიმდინარეობდა კვლევები, მთელი ჯირკვლები აქვს დაზიანებული. ეს არის აუტანელი. ეს არის სისტემა, რომელიც დალპა უკვე, ჩამომპალია და დროზე არის ზომები მისაღები.
პირდაპირ ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ პასუხს ვაგებინებ ყველა მათგანს, ვინც ჩემს შვილზე იძალადა და დღემდე ძალადობენ. არავის არ ვაპატიებ. დღეიდან მე მოვითხოვ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, რომ ჩემი შვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ამ ჯალათური სისტემიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის შოთა ტრაპაიძე“, – განაცხადა ავთანდილ დავითაძემ „ტვ პირველთან“.
პატიმრის ადვოკატის, ირმა ჯანუაშვილის თქმით, შესაბამისი უწყებები ინფორმირებულნი არიან და გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ჯერ არ დაწყებულა. ადვოკატის განცხადებით, ამოღებულია საკნის ვიდეოჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ პატიმარი ბადრაგს წინააღმდეგობას არ უწევს, თუმცა მოგვიანებით მასზე ძალადობა მაინც ხორციელდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველი"ოცნების" ყოფილი დეპუტატის ოჯახი ამტკიცებს, რომ ციხეში მათი შვილი ბადრაგებმა სასტიკად სცემეს
- TV პირველიყოფილი დეპუტატის ოჯახი ამტკიცებს, რომ ციხეში მათი შვილი ბადრაგებმა სასტიკად სცემეს
- ნეტგაზეთი„ოცნების“ კოალიციის ყოფილი დეპუტატის ოჯახის თქმით, ციხეში მათ შვილზე ძალადობენ
- ფორმულაოცნების ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ
ციტატები სტატიიდან
„პატიმარს რომ ცივ კედლებში, ცივ ზამთარში გამოურთავ გამათბობელს და პულტს ჯიბეში ჩაიდებ იმის ნაცვლად, რომ გათბობა ჰქონდეს პატიმარს, შეგნებულად მიჰქონდათ პულტი, რის გამოც ჩემი შვილის ჯანმრთელობა არის ძალიან შერყეული. არაერთი ოპერაცია გაუკეთეს, ახლა კიდე მიმდინარეობდა კვლევები, მთელი ჯირკვლები აქვს დაზიანებული. ეს არის აუტანელი. ეს არის სისტემა, რომელიც დალპა უკვე, ჩამომპალია და დროზე არის ზომები მისაღები. პირდაპირ ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ პასუხს ვაგებინებ ყველა მათგანს, ვინც ჩემს შვილზე იძალადა და დღემდე ძალადობენ. არავის არ ვაპატიებ. დღეიდან მე მოვითხოვ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან, რომ ჩემი შვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ამ ჯალათური სისტემიდან, რომლის ხელმძღვანელიც არის შოთა ტრაპაიძე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…