რა შედეგით დასრულდა 21-ე სკოლის შესახებ შეხვედრა განათლების სამინისტროში?
განათლების სამინისტროში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მშობლების შეხვედრა გაიმართა. გადაწყდა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად სკოლის შენობას დაათვალიერებენ და პირველ შეფასებას ორშაბათისთვის ელიან. მშობლები და პედაგოგები სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ, რათა ზუსტად დადგინდეს სკოლის შენობის ბედი და გამოირიცხოს უსაფრთხოების რისკები.

განათლების სამინისტროში უწყების წარმომადგენლებისა და თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, სკოლის შენობის დათვალიერების გადაწყვეტილება მიიღეს და თქვეს, რომ პირველად შეფასებას ორშაბათისთვის ელიან.
ამასთან, მშობლები და პედაგოგები ითხოვენ სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარებას სკოლის შენობის საბოლოო ბედის გადასაწყვეტად.
„იმისთვის, რომ სკოლაში სწავლა გაგრძელდეს, მინიმალური სამუშაოები ჩასატარებელია სკოლის ფასადზე. ჩვენი მოთხოვნაა სიღრმისეული ექსპერტიზის ჩატარება, რომლის საფუძველზეც შემდეგ უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის სკოლას — იქნება ეს რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია, დემონტაჟი, თუ რაც იქნება. ამ ექსპერტიზის გარეშე ჩვენ სხვა გადაწყვეტილებას ვერაფრით ვერ დავთანხმდებით, და ჩვენი ჩართულობა. დღეს დილით რაც გაჟღერდა ინფორმაცია, ეს არ იყო ჩვენი ჩართულობით. ყველა შემდეგ ნაბიჯზე ვითხოვთ, რომ ჩვენი აქტიური ჩართულობა იყოს“, — განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ელენე კანდელაკმა, რომელიც 21-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია და მისი შვილიც აღნიშნულ სკოლაში სწავლობს.
კანდელაკის თქმით, ახალი ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიიღეს პასუხი, რომ დამატებითი სამუშაოების შედეგად ბავშვების სკოლაში შეყვანა უსაფრთხო იქნება, თუ რაღაც საშინელი მიწისძვრა არ მოხდა.
„და თუ რაღაცა საშინელი მიწისძვრა მოხდა, ნახევარი თბილისი დაინგრევა ისედაც. ორშაბათისთვის ველოდებით პირველად შეფასებას, რომ მცირე სარემონტო სამუშაოები, რაც ძალიან მცირე ვადაში უნდა გაკეთდეს, რამდენ ხანში გაკეთდება და შესაბამისად, რამდენ ხანში შეგვიშვებენ ახლა სკოლაში. ექსპერტიზაზე და დიდ რეაბილიტაციაზე საუბარი მერე გაგრძელდება. რომ არა პროტესტი ეგრევე გაგვიშვებდნენ, ალბათ, გაგვანაწილებდნენ სხვა სკოლებში, რაც თან სასწავლო პროცესიდან და ჩვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულიად წარმოუდგენელია. და ამ სკოლას პირდაპირ დაანგრევდნენ. ახლა მთავარია, ეს დაბრუნება მოხდეს ძალიან მალე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ თანახმა არც ონლაინ სწავლებაზე, არც სხვა სკოლაში გადასვლაზე“, – განაცხადა კანდელაკმა.
„დავაზუსტეთ ის, რომ შენობაში შესვლა შესაძლებელი არის, ოღონდ გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ“, — განაცხადა 21-ე საჯაროს სკოლის პედაგოგმა და მოსწავლის მშობელმა დავით წამალაშვილმა.
„ორშაბათამდე სავარაუდოდ არაფერი არ იქნება ცნობილი. დღეს შეხვედრა აღარ გაგრძელდება. ანუ დღეს შეხვედრა დასრულებული არის იმ მოტივით, რომ დაათვალიერებენ შენობას და გვეტყვიან ზუსტად რა დროის განმავლობაში შეიძლება შესვლა. პარალელურ რეჟიმში მოხდება დაკვირვება, დააკვირდებიან შენობას. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ფუნდამენტური კვლევა ჩატარდეს სკოლის, რომ ზუსტად დადგინდეს არის თუ არა საჭიროება, რომ დაინგრეს ეს შენობა. თუ არ არის საჭირო, თუ იქნება საკმარისი, რომ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და გამაგრდეს გარკვეული ადგილები. ამ ყველაფერს მთლიანი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და წლის ბოლოს იქნება უკვე გარკვეული პასუხები. ამ წუთას ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევიდეთ შენობაში და დავიწყოთ სწავლა, ანუ აღდგეს უწყვეტი პროცესი“, — თქვა მან.
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, შენობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დანგრევის ნაცვლად სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
გადაწყვეტილება დღეს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.
ამ თემაზე:
თბილისის 21-ე სკოლას დანგრევის ნაცვლად შეაკეთებენ, მისაქციელის სკოლას – დაანგრევენ
ათზე მეტი სკოლაა, სადაც სწავლა დაიწყო და შემდეგ შეჩერდა
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„და თუ რაღაცა საშინელი მიწისძვრა მოხდა, ნახევარი თბილისი დაინგრევა ისედაც. ორშაბათისთვის ველოდებით პირველად შეფასებას, რომ მცირე სარემონტო სამუშაოები, რაც ძალიან მცირე ვადაში უნდა გაკეთდეს, რამდენ ხანში გაკეთდება და შესაბამისად, რამდენ ხანში შეგვიშვებენ ახლა სკოლაში. ექსპერტიზაზე და დიდ რეაბილიტაციაზე საუბარი მერე გაგრძელდება. რომ არა პროტესტი ეგრევე გაგვიშვებდნენ, ალბათ, გაგვანაწილებდნენ სხვა სკოლებში, რაც თან სასწავლო პროცესიდან და ჩვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, სრულიად წარმოუდგენელია. და ამ სკოლას პირდაპირ დაანგრევდნენ. ახლა მთავარია, ეს დაბრუნება მოხდეს ძალიან მალე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ თანახმა არც ონლაინ სწავლებაზე, არც სხვა სკოლაში გადასვლაზე“
„დავაზუსტეთ ის, რომ შენობაში შესვლა შესაძლებელი არის, ოღონდ გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ“
„ორშაბათამდე სავარაუდოდ არაფერი არ იქნება ცნობილი. დღეს შეხვედრა აღარ გაგრძელდება. ანუ დღეს შეხვედრა დასრულებული არის იმ მოტივით, რომ დაათვალიერებენ შენობას და გვეტყვიან ზუსტად რა დროის განმავლობაში შეიძლება შესვლა. პარალელურ რეჟიმში მოხდება დაკვირვება, დააკვირდებიან შენობას. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ფუნდამენტური კვლევა ჩატარდეს სკოლის, რომ ზუსტად დადგინდეს არის თუ არა საჭიროება, რომ დაინგრეს ეს შენობა. თუ არ არის საჭირო, თუ იქნება საკმარისი, რომ კაპიტალური რემონტი ჩაუტარდეს და გამაგრდეს გარკვეული ადგილები. ამ ყველაფერს მთლიანი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და წლის ბოლოს იქნება უკვე გარკვეული პასუხები. ამ წუთას ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევიდეთ შენობაში და დავიწყოთ სწავლა, ანუ აღდგეს უწყვეტი პროცესი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.