ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს

GWPთბილისის მერია

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები წესრიგდება და ავარიული მდგომარეობის გამო ორი მიწისქვეშა გადასასვლელი მაგარდება. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობსინტერპრესნიუსი

თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოჩართვისას განაცხადა, სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია და რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„სამუშაო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პირველ რიგში, მთლიანად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დიდ პრობლემას წარმოადგენდა როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ისე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებისთვის. ამ ეტაპზე რაიმე სახის დაბრკოლება არ გვაქვს. სამუშაოები კარგ ტემპში მიმდინარეობს, მუშაობს ყველა შესაბამისი კომპანია. როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ავარიულ მდგომარეობაშია რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის თეატრთან და პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიც და საჭიროებს გამაგრებას.

„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. ვისაც არ ეზარება, ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, თუ რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. ამიტომ, არ დაუჯეროთ არავის. თუ რაიმე სათქმელი იქნება, ჩვენ ყოველთვის მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობას განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოს და მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, როგორც ოპერის წინ, ისე კლასიკური გიმნაზიის წინ არსებული გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრების სამუშაოებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა.

„გამზირზე არსებულ ორ მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი დასკვნები, რომელთა საფუძველზეც დავიწყეთ დეტალური პროექტირება. დაწყებულია ასევე წინამოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის მიხედვით გამაგრდება ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა უსაფრთხო იყოს და ექსპლუატაციის ვადებს გაუძლოს. გარდა ამისა, ზედა ნაწილზე მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ გზის მოწყობას დავიწყებთ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

რაც შეეხება კომუნიკაციების მოწყობას, თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, თვის ბოლოს სარეაბილიტაციო ობიექტებზე საკომუნიკაციო კომპანიები დაასრულებენ მუშაობას, რომლის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ თვის ბოლოდან გავლენ ობიექტიდან. ძველიდან ახალ მილებზე გადაერთების სამუშაოები დარჩება, რომელიც საგზაო მიმართულებით შეფერხებას არ გამოიწვევს. ამ პერიოდიდან უკვე სრული მასშტაბით დაიწყება საგზაო მიმართულებით მუშაობა - პირველ ეტაპზე, დარჩენილ მონაკვეთებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, შემდეგ კი გზის საფუძვლის მომზადება და ბოლო ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება. პარალელურ რეჟიმში ვმუშაობთ ტროტუარებზე - ეწყობა არხები, სადაც შემდეგ კაბელები განთავსდება. დაწყებული გვაქვს გამზირის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოებიც“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამუშაო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პირველ რიგში, მთლიანად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დიდ პრობლემას წარმოადგენდა როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ისე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებისთვის. ამ ეტაპზე რაიმე სახის დაბრკოლება არ გვაქვს. სამუშაოები კარგ ტემპში მიმდინარეობს, მუშაობს ყველა შესაბამისი კომპანია. როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ყველაფერი მოწესრიგდება“
კახა კალაძე
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. ვისაც არ ეზარება, ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, თუ რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. ამიტომ, არ დაუჯეროთ არავის. თუ რაიმე სათქმელი იქნება, ჩვენ ყოველთვის მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობას განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოს და მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, როგორც ოპერის წინ, ისე კლასიკური გიმნაზიის წინ არსებული გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრების სამუშაოებს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გამზირზე არსებულ ორ მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი დასკვნები, რომელთა საფუძველზეც დავიწყეთ დეტალური პროექტირება. დაწყებულია ასევე წინამოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის მიხედვით გამაგრდება ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა უსაფრთხო იყოს და ექსპლუატაციის ვადებს გაუძლოს. გარდა ამისა, ზედა ნაწილზე მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ გზის მოწყობას დავიწყებთ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის ბუნებრივი ქვით მოპირკეთდება“
ირაკლი ბენდელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.