გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, მათ შორის თიანეთის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე სოფელ დიღომში, გლდანსა და მიმდებარე სოფლებში, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 სექტემბერს, 10:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, საყდრიონი, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში.
10:40-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ენერგომომრაგება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში - კაიშაურები,იუხო, ქვეშეთი, სეთურნი, ზაქათკარი, გუდაური, ვარცლას მთაზე.
11:00-დან 19:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძეგვი, ხეკორძი, ნიჩბისი, ქსანი, სასხორი.
11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში - ვახუშტი ბატონიშვილის, ანდრონიკაშვილის, ბ.ბარათაშვილის, ვ.ცინცაძის, ავთანდილის, კაკაბაძის ქუჩებზე, ჩალიპირებისა და ქედისბოლოს ტერიტორიაზე.
12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფელ გლდანში - ქერჩის, კულა გლდანელის, ფიროსმანის, მაისურაძის, კანდელაკის, მიდელაურის, კობერიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ნასერელას ქედის და თიანეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე.
14:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში - მსხალდიდი, ზემო ლისი, ლისი, წოდორეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.