დავით ქართველიშვილი: “კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აკრიტიკებს დასავლეთს იმის გამო, რომ სანქციების სიიდან რუსი მილიარდერები ამოიღეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კვლავ სანქცირებული რჩება.

“დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ, შიშველი ნახოთ, გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი – უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
„ამის პარალელურად, სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არარსებული „რუსული გავლენების ლობირების“ გამო დაასანქცირეს.
ამიტომ – ცეცხლი ოლიგარქიას!!! აყროლებული დასავლური ოლიგარქიული სისტემა უნდა დაინგრეს!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი.
ციტატები სტატიიდან
„დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ, შიშველი ნახოთ, გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი – უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში“
„ამის პარალელურად, სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არარსებული „რუსული გავლენების ლობირების“ გამო დაასანქცირეს. ამიტომ – ცეცხლი ოლიგარქიას!!! აყროლებული დასავლური ოლიგარქიული სისტემა უნდა დაინგრეს!!!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.