პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი – ევრობიუროკრატიას როცა აწყობს, შეუძლია, თვალი დახუჭოს კონკრეტულ პირებთან მიმართებით აშკარა მოცემულობაზე, ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა გრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატიის მხრიდან ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა გრძელდება, რაც გამოიხატება კონკრეტული პირების სასანქციო სიიდან ამოღებასა და საქართველოს მიმართ მიდგომებში. განცხადება მოჰყვა ევროკავშირის მიერ რუსი ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღებას.

დავით მათიკაშვილი – ევრობიუროკრატიას როცა აწყობს, შეუძლია, თვალი დახუჭოს კონკრეტულ პირებთან მიმართებით აშკარა მოცემულობაზე, ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა გრძელდება
პირველი არხი

ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა გრძელდება. ევრობიუროკრატიას როცა აწყობს, შეუძლიათ, თვალი დახუჭონ აშკარა მოცემულობაზე კონკრეტულ პირებთან მიმართებით, რადგან ეს მათ ინტერესებში შედის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა რუსი ბიზნესმენების სასანქციო სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ევრობიუროკრატიის ინტერესი როცა არის საქართველოს დასჯა, სიმართლეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ეს ორმაგი პოლიტიკა არის დამანგრეველი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის და სკეპტიციზმის გამაღრმავებელი, რაც ევრობიუროკრატიიდან მომდინარეობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროკავშირმა რუსი ბიზნესმენები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი რუსეთის სასანქციო სიიდან ამოიღო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს ორმაგი პოლიტიკა არის დამანგრეველი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის და სკეპტიციზმის გამაღრმავებელი, რაც ევრობიუროკრატიიდან მომდინარეობს“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი: ჩვენგან მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისთვის, თურმე არავის ჰქონდა უფლება რუსეთთან საუბრის დაწყების და თვითონ როგორც კი დასჭირდათ და როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ომის განმავლობაში მილიარდობით ევროს გაცხოველებული აღებ-მიცემობა ჰქონდათ რუსეთის ფედერაციასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები