ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, ერგნეთსა და დიცს ეწვია. მან ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა ისეთი პრობლემები, როგორიცაა მაღაზიებისა და აფთიაქების არარსებობა, ინფრასტრუქტურული ხარვეზები, წყალმომარაგების, ტრანსპორტისა და მოსავლის ჩაბარების სირთულეები.

სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდაინტერპრესნიუსი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დღეს, 24 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, ერგნეთსა და დიცს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უშუალოდ გაეცნო მათ პრობლემებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ დიცის მაცხოვრებლებმა სახალხო დამცველთან საუბარში განაცხადეს, რომ სოფელში არ არის ქსელური მაღაზია, რის გამოც პროდუქტების შეძენა საბაზრო ფასზე გაცილებით ძვირად უწევთ; ასევე არ არის აფთიაქი, მოსაწყობია შიდა გზები, პრობლემურია სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი, ხარვეზებით მუშაობს ინტერნეტი.

“რეაბილიტაციას საჭიროებს სოფლის საბავშვო ბაღიც. შენობაში ნესტია, მოსაწესრიგებელია ეზო და საკანალიზაციო სისტემა; ბაღს წყალი და ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, რის გამოც ხშირად ფერხდება სააღმზრდელო პროცესი.

ერგნეთის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის მოუწესრიგებლობას ასახელებს.

ორივე სოფელში გამოწვევად რჩება მოსავლის ჩაბარების საკითხი. მოსახლეობის თქმით, პროდუქციას შეუსაბამოდ დაბალ ფასად იბარებენ და ხშირ შემთხვევაში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ხარჯი მის ჩაბარებაში მიღებულ თანხას აღემატება.

სახალხო დამცველმა ერგნეთში ახლად რეაბილიტირებული სტადიონიც მოინახულა, რომლის განახლების საკითხსაც სახალხო დამცველი ადვოკატირებდა.

სახალხო დამცველი რეგულარულად ხვდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, ეცნობა მათ პრობლემებსა და გამოწვევებს და აღნიშნულ საკითხებზე პროაქტიულ რეჟიმში რეაგირებს.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების საკითხს ცალკე თავი ეთმობა სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშშიც”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რეაბილიტაციას საჭიროებს სოფლის საბავშვო ბაღიც. შენობაში ნესტია, მოსაწესრიგებელია ეზო და საკანალიზაციო სისტემა; ბაღს წყალი და ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება, რის გამოც ხშირად ფერხდება სააღმზრდელო პროცესი. ერგნეთის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკის მოუწესრიგებლობას ასახელებს. ორივე სოფელში გამოწვევად რჩება მოსავლის ჩაბარების საკითხი. მოსახლეობის თქმით, პროდუქციას შეუსაბამოდ დაბალ ფასად იბარებენ და ხშირ შემთხვევაში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ხარჯი მის ჩაბარებაში მიღებულ თანხას აღემატება. სახალხო დამცველმა ერგნეთში ახლად რეაბილიტირებული სტადიონიც მოინახულა, რომლის განახლების საკითხსაც სახალხო დამცველი ადვოკატირებდა. სახალხო დამცველი რეგულარულად ხვდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, ეცნობა მათ პრობლემებსა და გამოწვევებს და აღნიშნულ საკითხებზე პროაქტიულ რეჟიმში რეაგირებს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობისა და მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების საკითხს ცალკე თავი ეთმობა სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშშიც“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.