პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე887 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე"ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა მანჯგალაძე მათი პარტიის წევრი არ არის - ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი 2024 წლის ენმ-ს საარჩევნო სიაში მანჯგალაძე მე-18 ნომრად ირიცხება887 ჩანაწერი · 13 მედია

სარჩელში არის გადმოცემული 70-მდე ფაქტი საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ, ეს ფაქტები ყველა არასწორია? გაქვთ თუ არა მტკიცებულებები? - ევა გოცირიძე ენმ-ს

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ ენმ-ს წარმომადგენლებს ჰკითხა, არის თუ არა არასწორი სარჩელში მოყვანილი საკუთრების უფლების დარღვევის 70-მდე ფაქტი. ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ მტკიცებულებები მხარემ უნდა წარმოადგინოს და მზად არიან საქმეები ცალ-ცალკე განიხილონ.

სარჩელში არის გადმოცემული 70-მდე ფაქტი საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ, ეს ფაქტები ყველა არასწორია? გაქვთ თუ არა მტკიცებულებები? - ევა გოცირიძე ენმ-ს
რუსთავი 2

ირღვეოდა თუ არა საკუთრების უფლება 2003-12 წლებში - სწორედ წართმეულ ქონებებთან დაკავშირებით გაგრძელდა კითხვა-პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე. დარბაზში კითხვა მოსამართლე ევა გოცირიძემ "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით დასვა.

ევა გოცირიძემ კითხვით მიმართა პარტიის წარმომადგენლებს, ხდებოდა თუ არა აღნიშნულ წლებში საკუთრების უფლების დარღვევა.

"სარჩელში არის გადმოცემული 70-მდე ფაქტი საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ, რომელთა მიხედვით, ეს იყო ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ინდივიდებისაგან ქონების გამოძალვა. ზოგ შემთხვევაში ეს სახელმწიფოს გამოძალვა იმ გაგებით, რომ იგი პირდაპირ ფორმდებოდა სახელმწიფოს საკუთრებად. ზოგჯერ ხდებოდა ეს მაღალჩინოსნების, ასე ვთქვათ, საკუთრებად გადაფორმება ან მათთან დაახლოებული პირების ხელში გადაფორმება. კიდევ ვიმეორებ, სარჩელის მიხედვით. ასევე, სარჩელის მიხედვით, ამას თან ახლდა ჩვეულებრივ დაშინება, მუქარა, ზეწოლა, ცემა, დაპატიმრება, შვილების და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა, დაპატიმრება გათავისუფლების სანაცვლოდ ქონების დათმობისა და ასე შემდეგ. ეს დაახლოებით, 70-ივე ფაქტი ყველა არასწორია? გაქვთ თუ არა მტკიცებულებები?" - მიმართა ევა გოცირიძემ "ნაციონალურ მოძრაობას"

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ მზად არიან, თითოეული საქმე ცალ-ცალკე განიხილონ.

"ეს მტკიცებულებები ჩვენ კი არ უნდა მოვიტანოთ, მტკიცებულებები უნდა მოიტანოს მხარემ. ჩვენ მზად ვართ და გაჩვენებთ, მზად ვართ თითოეული საქმე განვიხილოთ ცალ-ცალკე", - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სააკაშვილი, ენმ და ხელისუფლებაზე კონტროლი - მსჯელობა საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები