ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: “რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გააკრიტიკა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საზოგადოებისთვის მიმზიდველობა დაკარგა.

ირაკლი კირცხალია: “რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება
ირაკლი კირცხალია: “რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადებაPOSTV

“რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია!” – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების შესახებ.

„უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, რომ ბრიუსელის ცენტრში რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლობის დაფინანსებით მოეწყოს ღონისძიება, რომლის სცენიდანაც ევროპელი თანამდებობის პირების, მათი პოლიტიკური გუნდისა და, რაც მთავარია, მათი ამომრჩევლის მიმართ (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) შეურაცხმყოფელი მოწოდებები გაისმის. რა რეაქცია ექნებოდათ ევროპულ ინსტიტუტებს და როგორ შეაფასებდნენ ისინი მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორების პასუხისმგებლობას?

სწორედ ამ კითხვებზე ველით კონკრეტულ პასუხებს და არა ზოგად შეურაცხმყოფელ განცხადებებს ე.წ. კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით, საბოლოოდ, იქამდე მივედით, რომ ევროკავშირმა საზოგადოებისთვის მიმზიდველობა დაკარგა, რადგან ყველა კარგად ხედავს იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დაუნდობელ განადგურებას, რაზეც ევროპა ყოველთვის იდგა. ეს სწორედ იმ ბიუროკრატიის დამსახურებაა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს მიმართ ყველაზე უსამართლო დამოკიდებულებით გამოირჩევა.

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ და კულტურულ დიალოგს და არა თანამშრომლობას, რომლის პირობებიც ცალმხრივად განისაზღვრება.

ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები მათი მიზნების, მონაწილეთა შერჩევისა და დაფინანსების გამოყენების შესახებ. ამ კითხვებზე პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პროექტების გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება წარმოიშობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა მხოლოდ დიპლომატიური განცხადებების ნაწილი არ უნდა იყოს – განცხადებების, რომელთაც რეალურ დროში ქვეყნის შეურაცხმყოფელი ქმედებები მოჰყვება!” – წერს კირცხალია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია!“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: `სამწუხაროდ, ამ პარტაქტივსა და პარტიულ საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის ელჩი და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი „გამოუვალი მდგომარეობის“ ნამღერზე ხტუნავდნენ – გამოუვალ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტ გამოუვალ მდგომარეობაში შევლენ თავიანთი ასეთი უტიფარი ქმედებებით~წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები