ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ამ პარტაქტივსა და პარტიულ საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის ელჩი და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი „გამოუვალი მდგომარეობის“ ნამღერზე ხტუნავდნენ - გამოუვალ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტ გამოუვალ მდგომარეობაში შევლენ თავიანთი ასეთი უტიფარი ქმედებებით

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ევროკავშირის ელჩს პარტაქტივსა და პარტიულ საქმიანობაში ჩართულობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ კონცერტზე მისი ქცევა პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იყო.

ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ამ პარტაქტივსა და პარტიულ საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის ელჩი და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი „გამოუვალი მდგომარეობის“ ნამღერზე ხტუნავდნენ - გამოუვალ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტ გამოუვალ მდგომარეობაში შევლენ თავიანთი ასეთი უტიფარი ქმედებებით
ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ამ პარტაქტივსა და პარტიულ საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის ელჩი და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი „გამოუვალი მდგომარეობის“ ნამღერზე ხტუნავდნენ - გამოუვალ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტ გამოუვალ მდგომარეობაში შევლენ თავიანთი ასეთი უტიფარი ქმედებებითიმედინიუსი

სამწუხაროდ, ამ პარტაქტივსა და პარტიულ საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის ელჩი და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი „გამოუვალი მდგომარეობის“ ნამღერზე ხტუნავდნენ ერთად, საკმაოდ ჰარმონიულ გარემოში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან ისაუბრა კახეთში „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტზე. კერძოდ, თუ რა გზავნილია აღნიშნული ევროკავშირის საელჩოს მხრიდან, როდესაც მსგავს ჯგუფებს უჭერს მხარს.

„პირდაპირ პოლიტიკური გზავნილია, რა გზავნილსაც არ მორიდებიან წინასაარჩევნოდ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ბატონი, რომელიც გამალებით ხტუნავდა კონცერტზე, ეს ადამიანი თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი, სამწუხაროდ, იყო ჩართული იმ ცრუ აღქმების ნიაღვარში, რომელიც მისმა კოლეგებმა და პატრონებმა ჩვენს საზოგადოებას წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მოუწყო.

ყველას კარგად გვახსოვს, მისი ინტერპრირებული განცხადება პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ. ამის შემდეგ როდესაც ვხედავთ მსგავს ქმედებებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია ეს ყველაფერი. რომ გადავხედოთ, ვინ დადის ე.წ. სახალხო დიპლომატიას რომ ეძახიან და რეალურად პარტაქტივისტების, ბაბლისა და სექტის შეკრებას რომ ასაზრდოებენ თითოეული ამ გამოსვლით, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ძალიან ნიშანდობლივია“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტზე შეკრებილი იყო პარტაქტივი.

„სამწუხაროდ, ამ პარტაქტივსა და პარტიულ საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის ელჩი და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი „გამოუვალი მდგომარეობის“ ნამღერზე ხტუნავდნენ ერთად, საკმაოდ ჰარმონიულ გარემოში. კადრებიც ვნახეთ, სად მიმდინარეობდა ეს კონცერტი. გამოუვალ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტ გამოუვალ მდგომარეობაში შევლენ თავიანთი ასეთი უტიფარი ქმედებებით“, - აღნიშნა კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამწუხაროდ, ამ პარტაქტივსა და პარტიულ საქმიანობაში ჩართულია ევროკავშირის ელჩი და ძალიან ნიშანდობლივია, რომ ისინი „გამოუვალი მდგომარეობის“ ნამღერზე ხტუნავდნენ ერთად, საკმაოდ ჰარმონიულ გარემოში. კადრებიც ვნახეთ, სად მიმდინარეობდა ეს კონცერტი. გამოუვალ მდგომარეობაში არიან და კიდევ უფრო მეტ გამოუვალ მდგომარეობაში შევლენ თავიანთი ასეთი უტიფარი ქმედებებით“
„პირდაპირ პოლიტიკური გზავნილია, რა გზავნილსაც არ მორიდებიან წინასაარჩევნოდ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ბატონი, რომელიც გამალებით ხტუნავდა კონცერტზე, ეს ადამიანი თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად, ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი, სამწუხაროდ, იყო ჩართული იმ ცრუ აღქმების ნიაღვარში, რომელიც მისმა კოლეგებმა და პატრონებმა ჩვენს საზოგადოებას წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მოუწყო. ყველას კარგად გვახსოვს, მისი ინტერპრირებული განცხადება პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ. ამის შემდეგ როდესაც ვხედავთ მსგავს ქმედებებს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია ეს ყველაფერი. რომ გადავხედოთ, ვინ დადის ე.წ. სახალხო დიპლომატიას რომ ეძახიან და რეალურად პარტაქტივისტების, ბაბლისა და სექტის შეკრებას რომ ასაზრდოებენ თითოეული ამ გამოსვლით, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ძალიან ნიშანდობლივია“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?