ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა

ცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები შპს „ფავორიტ სტილში“ დაიბეჭდა. სულ დაიბეჭდა 2 450 ბიულეტენი, რომელთა ნაწილი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, ნაწილი კი ტრადიციული მეთოდისთვის. პროცესი ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ადგილზე მოინახულა.

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა
3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდაალია

3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა.

ვანის, ახმეტის, დმანისისა და წალკის საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები თბილისში, შპს „ფავორიტ სტილში“ დაიბეჭდა.

სულ დაიბეჭდა 2 450 საარჩევნო ბიულეტენი, საიდანაც 1 750 ბიულეტენი განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 700 ბიულეტენი იმ უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ადგილზე გაეცნო. მისი განცხადებით, ბიულეტენები შესაბამისი სტანდარტების სრული დაცვით დაიბეჭდა.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს სტამბაში მონიტორინგს უწევდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საფინანსო დეპარტამენტი, ხოლო საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის, საარჩევნო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის გუნდმა ბიულეტენების ხმის მთვლელ ელექტრონულ აპარატებთან თავსებადობა შეამოწმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულ ბიულეტენებს კანონით განსაზღვრულ ვადებში შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს.

(R)

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
3 ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესახებ ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები