პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღვინის ეროვნული სააგენტო: რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია

საქართველოს მთავრობა

კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია და 24 სექტემბრის მდგომარეობით 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ და კერძო სექტორი აქტიურად იბარებენ მოსავალს, ხოლო პროცესს გურჯაანში განთავსებული შტაბი კოორდინაციას უწევს.

ღვინის ეროვნული სააგენტო: რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია
რუსთავი 2

24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან - 34,5 ათასი ტონა მაღალკონდიციურია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან, 29 ათასი ტონა საფერავი, 12,4 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩები სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 21 ლოკაციაზე იბარებს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.

მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში.

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:

კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარი. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.

რქაწითელის და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული საღვინე სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიგადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი|ღვინის სააგენტომ სტატისტიკა განაახლა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი რთველის მიმდინარეობას საკოორდინაციო შტაბში გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები