პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია ბაქოში აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევს შეხვდა. მხარეებმა იუსტიციის სახლებში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტიზებული სისტემების დანერგვის გეგმებიც განიხილეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში, რომელიც საჯარო მმართველობისა და სერვისების ტრანსფორმაციის საკითხებს ეძღვნება, 200-მდე ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისათვის.

ლანა მორგოშიამ ულვი მეჰდიევს მიაწოდა ინფორმაცია ქართული ინოვაციური პროექტების – იუსტიციის სახლების, მობილური იუსტიციის სახლის, სერვისების ერთიანი პორტალისა და „გონიერი კონტრაქტის“ შესახებ. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. აღინიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საჯარო მმართველობის შემდგომ გაუმჯობესებაზე, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს შესაძლებლობებს. უწყება მომხმარებელთა მომსახურების ხელშეწყობის მიზნით განიხილავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რობოტიზებული სისტემების დანერგვას იუსტიციის სახლის ფილიალებში.

საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტი ქ. ბაქოში 5-6 ნოემბერს ტარდება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვედრები აქვს დაგეგმილი უცხოელ კოლეგებთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ ნიდერლანდებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები