ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ახალი სამსახურის ფუნქციები, გამოწვევები და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები.

გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება
გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურებარუსთავი 2

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის ფუნქციები, სამუშაო პროცესში შესაძლო გამოწვევები, ოპერატიული რეაგირების მექანიზმები და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

„კომპანიაში გატარებული რეფორმების ფარგლებში, ახლად ჩამოყალიბებული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინსპექტირების სამსახურის მთავარი ამოცანა მხოლოდ უკანონო წყალმოხმარების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამსახური მომხმარებელსა და კომპანიას შორის ეფექტიან დამაკავშირებელ რგოლად ჩამოყალიბდეს და წყალმომხმარებლების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება უზრუნველყოს. წყალმომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის ან საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე - 1501. მიღებულ ინფორმაციაზე ინსპექტირების სამსახური ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას, რაც პრობლემების დროულად გამოვლენასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

„საქართველოს მელიორაციის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი წყალმომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და საირიგაციო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვაა. ამ მიმართულებით ინსპექტირების სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია როგორც დარღვევების პრევენციისა და გამოვლენისთვის, ისე წყალმომხმარებელთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კომპანიაში გატარებული რეფორმების ფარგლებში, ახლად ჩამოყალიბებული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინსპექტირების სამსახურის მთავარი ამოცანა მხოლოდ უკანონო წყალმოხმარების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამსახური მომხმარებელსა და კომპანიას შორის ეფექტიან დამაკავშირებელ რგოლად ჩამოყალიბდეს და წყალმომხმარებლების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება უზრუნველყოს. წყალმომხმარებლებს ნებისმიერი პრობლემის ან საჭიროების შემთხვევაში, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე - 1501. მიღებულ ინფორმაციაზე ინსპექტირების სამსახური ოპერატიულად მოახდენს რეაგირებას, რაც პრობლემების დროულად გამოვლენასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება“
გიგლა თამაზაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
გიგლა თამაზაშვილი: ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება უნდა იყოს სტაბილური და საიმედოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები