პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე "კანაფი" ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 100 კილოგრამამდე მცენარე კანაფი და 115 გრამამდე მარიხუანა ამოიღეს.

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე "კანაფი" ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
რუსთავი 2

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების და ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკისას, 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ და 115 გრამამდე „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ტაბულაოპოზიციურიკახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი - შსს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
  3. ალიაოპოზიციურიკახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღეს – დაკავებულია 3 პირი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შიდა ქართლის პოლიციამ 100 კილოგრამამდე კანაფი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია 3 პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები