EU-მ და 50 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გაეროში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს
ევროკავშირმა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველოს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ხელმომწერებმა გამოხატეს შეშფოთება სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის თავდასხმების გამო. აშშ განცხადებას არ შეუერთდა.

ევროკავშირმა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გაეროში რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. უკრაინული მედიის ცნობით, შეერთებული შტატები ამ განცხადებას არ შეუერთდა.
დოკუმენტი გაეროს უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის სხდომამდე გამოქვეყნდა. ხელმომწერებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა და რუსეთის მიერ უკრაინის მასშტაბით სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაციის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს.
ქვეყნებმა შეშფოთება გამოთქვეს შავ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირეს შავ ზღვაში შეთანხმების მიღწევის მცდელობებს, რომლის მიზანიც ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფაა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში უკრაინა სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
"მოვუწოდებთ რუსეთს, საბოლოოდ მოიქცეს ანალოგიურად - ეს აუცილებელი ნაბიჯია კონსტრუქციული დიპლომატიისა და მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებების გზაზე" - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს უკრაინაში ყველა თვითნებურად დაკავებული, იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქის, განსაკუთრებით ბავშვების, დაბრუნება.
"უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად" - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას მხარი დაუჭირეს: უკრაინამ, ალბანეთმა, ანდორამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, საბერძნეთმა, ჰონდურასმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ისრაელმა, იტალიამ, იაპონიამ, ლატვიამ, ლიხტენშტაინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, მონაკომ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, კორეის რესპუბლიკამ, მოლდოვის რესპუბლიკამ, რუმინეთმა, სან-მარინომ, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ და გაერთიანებულმა სამეფომ.
ხელმომწერ ქვეყნებს შორის არ არის აშშ, რპ,ე;ოც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.
ციტატები სტატიიდან
„მოვუწოდებთ რუსეთს, საბოლოოდ მოიქცეს ანალოგიურად - ეს აუცილებელი ნაბიჯია კონსტრუქციული დიპლომატიისა და მშვიდობისკენ მიმავალი მოლაპარაკებების გზაზე“
„უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მშვიდობისკენ ვისწრაფვით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და კონსტრუქციულად ჩაერთოს მოლაპარაკებებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.