პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სახელისუფლებო შეტევის ფონზე, გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა

ქართული ოცნება

გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი მუსიკოს Kordz-ის კონცერტი და „კამარა ფესტივალი“ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მედიის მხრიდან შეტევისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო გაუქმდა.

სახელისუფლებო შეტევის ფონზე, გორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა
ნეტგაზეთი

სახელისუფლებო შეტევის ფონზე, გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი Kordz-ის კონცერტი გაუქმდა.

„მეგობრებო, იცით, რომ გორში, არტ-ჰაუსში დაგეგმილი ჩემი კონცერტი სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო. მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, „ოცნების“ წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!“ — ნათქვამია ალექსანდრე კორძაიას (Kordz) განცხადებაში.

კორძის კონცერტი დაგეგმილი „კამარა“ ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც დანიის კულტურის ინსტიტუტი „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი (2023–2027) პროექტის ფარგლებში ატარებს და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, „კამარა ფესტივალი“ დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო. მადლობას გიხდით ღონისძიების მიმართ გამოჩენილი დიდი ინტერესისთვის“, — განაცხადა დანიის კულტურის ინსტიტუტმა.

კონცერტის ჩაშლას წინ უძღოდა სახელისუფლებო აქტორების კამპანია და შეკითხვები ევროკავშირის ელჩის მიმართ, „იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგორში Kordz-ის კონცერტი გაუქმდა - „უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“
  2. ტაბულაოპოზიციურიუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე კამარა ფესტივალი გადაიდო – დანიის კულტურის ინსტიტუტი
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები